Thumbnail

მოგება ბოლო დღეს - გაგამარუმ ნაცუ ბაშო 9 გამარჯვებით დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ ნაცუ ბაშოს ბოლო დღის ბრძოლა მოიგო
  • ქართველმა სუმოისტმა ტურნირი 9:6 ბალანსით დაასრულა

ნაცუ ბაშოს მე-15 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-9 ბრძოლა მოიგო. ის ჯურიოს დივიზიონის მე-3 ნომერ დაიამამის შეხვდა და ოშიდაშით დაამარცხა.

პირველი დაჯახების შემდეგ, ჯუღელმა მეტოქეზე უპირატესობა მოიპოვა და მისი დოჰიოდან გაყვანა მარტივად შეძლო. დაიამამიმ ჯურიოს დივიზიონი 5:10-ზე ბალანსით დაასრულა. თეიმურაზ ჯუღელმა კი ნაცუ ბაშოზე 9 ბრძოლა მოიგო და 6 ბრძოლაში დამარცხდა. ჯურიოს დივიზიონის გამარჯვებული ტაკაგენჯი გახდა, რომელმაც ნაცუ ბაშო 13 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები