Thumbnail

ნაცუ ბაშო | დონალდ ტრამპი ტოჩინოშინის შეხვედრაზე - ლევანმა ბოლო ბრძოლა წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნაცუ ბაშოზე ბოლო დღის ბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინმა წლის მესამე სუპერტურნირი ტაკაიასუსთან მარცხით დაასრულა

ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" წლის მესამე სუპერტურნირი, ზაფხულის (ნაცუ) ბაშო დასრულდა.

ასპარეზობის ბოლო დღეს სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელმაც ოძეკის ტიტულის დაბრუნება გაინაღდა, ოძეკი ტაკაიასუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ლევანის ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა, რომელიც ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს დააჯილდოვებს. 

ქართველმა სუმოისტმა წლის მესამე სუპერტურნირი 10 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დოჰიოზე მე-3 ნომერ დაიამამის დაუპირისპირდა, მეტოქე დაამარცხა და ნაცუ ბაშო გამარჯვებით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები