Thumbnail
  • ბარსელონა 1:2 ვალენსია
  • ვალენსიამ ესპანეთის თასი მერვედ მოიგო

სევილიაში "ბენიტო ვილიამარინზე" ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ვალენსიამ ქვეყნის ჩემპიონი ბარსელონა დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა - 2:1. 

21-ე წუთზე გაიას პასით ანგარიში ფრანგმა კევინ გამეირომ გახსნა. 33-ე წუთზე კარლოს სოლერის ჩაწოდებას თავი დაუხვედრა როდრიგომ, მან კოპაზე მე-5 გოლი გაიტანა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

73-ე წუთზე ბარსელონას კუთხურის შემდეგ ლეო მესიმ ძელიდან გამოვარდნილ ბურთს პირველმა მიუსწრო და ერთი ბურთი გაქვითა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ წელს ვალენსიას 100 წელი შეუსრულდა და კლუბმა ეს ესპანეთის სამეფო თასის მოგებით აღნიშნა. 

⚽ ვალენსია მეორე კლუბია, რომელმაც ასწლიანი იუბილე კოპას მოგებით აღნიშნა, იგივე შეძლო ესპანიოლმა 2000 წელს.

⚽ მარსელინომ სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოუგო ბარსელონას (21-ე ცდაზე)

⚽ სამეფო თასის ისტორიაში ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც 6 ფინალში გაიტანა.

⚽ კოპას ფინალებში ბარსამ პირველ ტაიმში 2 გოლი 1952 წლის მერე პირველად გაუშვა.

⚽ ბარსელონამ კოპას ფინალი 2014 წლის მერე პირველად წააგო.

⚽ ლიონელ მესი კოპაზე ვალენსიასთან პირველად დამარცხდა.

ბარსელონა 1:2 ვალენსია

გოლები: 0:1 გამეირო (21), 0:2 როდრიგო (33), 1:2 მესი (73)

ბარსელონა (4-3-3): სილესენი - სემედუ (46. მალკომი), პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი (76. ალენია), ბუსკეტსი, არტური (46. არტურო ვიდალი) - სერხი რობერტო, მესი, კოუტინიო

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო (65. კონდოგბია), კოკლენი, გედეში - როდრიგო (88. დიაქაბი), გამეირო (72. პიჩინი)

კომენტარები

ბოლო ამბები