Thumbnail

ბაიერნმა თასი მოიგო! რეკორდმაისტერის მე-19 ტიტული

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაიპციგი 0:3 ბაიერნი
  • ბაიერნმა ლევანდოვსკის დუბლითა და კომანის გოლით მოიგო

გერმანიის თასის ფინალში 'ოლიმპშტადიონზე' მიუნხენის ბაიერნი ლაიპციგს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ნიკო კოვაჩის გუნდმა გერმანიის თასი სამწლიანი პაუზის შემდეგ მეცხრამეტედ მოიგო.

მატჩის 29-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა და ბაიერნს პირველი ტაიმი მოაგებინა. მეორე ნახევარში კომანმა მიუნხენელებს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა, 85-ე წუთზე კი ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

გერმანიის თასის ბომბარდირი - რობერტ ლევანდოვსკი

ბოლო გოლით ლევანდოვსკიმ პიერ ლასოგას გადაასწრო და 7 გოლით გერმანიის თასის ბომბარდირი გახდა.

იხილეთ მატჩის გოლები 📺

კომენტარები

ბოლო ამბები