Thumbnail

'როკის ამბავს ჰგავდა' - გურგულიანმა ეგვიპტელების გმირს მოუგო და ქამარს დაეუფლა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა გურგულიანმა 12-რაუნდში მეტოქე რამდენჯერმე დაანოკდაუნა
  • ქართველმა მოკრივემ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, ქართველი მოკრივე ლაშა გურგულიანი WBF World Super Welterweight ვერსიით საჩემპიონო ქამარზე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელ მოკრივეს, მსოფლიოს ჩემპიონ ანდრეას ვალავანისს დაუპირისპირდა.

საჩემპიონო ბრძოლა 12 რაუნდს გაგრძელდა. ქართველმა მოკრივემ მეტოქე რამდენჯერმე დაანოკდაუნა, თუმცა ანდრეასი არ ნებდებოდა და ბრძოლა ბოლომდე დაასრულა. მსაჯების გადაწყვეტილებით, გურგულიანმა ბრძოლა ქულებით მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

Boxingnews24.com 

ეს საღამო როკი ბალბოას ისტორიას ჰგავდა. ლაშა გურგულიანმა ქაიროში ეგვიპტელების ადგილობრივი გმირი ანდრეას ვალავანისი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან მეტოქე ნოკდაუნში 6-ჯერ ჩააგდო და საბოლოოდ მსაჯებმა ერთხმა გამოაცხადეს გამარჯვებულად.

მსაჯების გადაწყვეტილება ბრძოლაზე

ედი მარშალი - ლაშა გურგულიანი 116:103 ანდრეას ვალავანისი

ოლსეგუნ აიოდელე - ლაშა გურგულიანი 110:107 ანდრეას ვალავანისი

ემანუელ მლუნდვა - ლაშა გურგულიანი 110:109 ანდრეას ვალავანისი

კომენტარები

ბოლო ამბები