Thumbnail
  • შენგელია ყველაზე გამორჩეულ კალათბურთელად დაასახელეს
  • ქართველის აღიარება რუბიოს, ფერნანდესისა და როდრიგესის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა, თორნიკე შენგელიამ ერთი ინდივიდუალური პრიზი უკვე მიიღო - ACB ლიგამ ის 2018/19 წლების სეზონის ყველაზე გამორჩეულ კალათბურთელად დაასახელა. 

ამ ტროფეის იღებს კალათბურთელი, რომელსაც რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი ეფექტური მომენტი დაუგროვდება. ტრავმის მიუხედავად, ბასკონიას მძიმე ფორვარდმა ყველა უკან ჩამოიტოვა. თოკო Top7-ში ყველაზე ხშირად ხვდებოდა. 

შენგელიამ 34 ქულა დააგროვა და მხოლოდ 1 ქულით გაუსწრო რეჯი აპშოუ ჯუნიორს (ანდორა). მესამე ადგილზე ნიკო ლაპროვიტოლა (ჟუვენტუდი) გავიდა. ეს პრიზი ადრე ისეთ კალათბურთელებს მოუგიათ, როგორიც რიკი რუბიო, რუდი ფერნანდესი და სერხიო როდრიგესია. 

📺 შენგელიას სეზონის ჰაილაითები 

კომენტარები

ბოლო ამბები