Thumbnail

ტოჩინოშინი: ვეცდები, მომავალშიც კარგი ჭიდაობით გაგახაროთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული გაინაღდა
  • ქართველი სუმოისტის კომენტარი

ზაფხულის ბაშოს დასრულებამდე ტოკიოში ერთი დღე რჩება, თუმცა თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია - იმპერატორის თასი ახალი იმპერატორის ეპოქის პირველ ბაშოზე მე-8 მაეგაშირა ასანოიამამ მოიპოვა, რაც უდიდესი სენსაციაა. 

ქართველმა სეკივაკე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კი მიზანს ბოლოსწინა დღეს მიაღწია - დიდი ჩემპიონი კაკურიუ ეშმაკური ხერხით დაამარცხა და მე-10 გამარჯვება გაიფორმა. ამით 31 წლის ქართველმა სუმოისტმა ოძეკის წოდების დაბრუნება გაინაღდა, რომელიც წინა ბაშოზე დაკარგა. 
უახლოეს დღეებში მას კვლავ მიანიჭებენ ოძეკის ტიტულს და შესაბამისი ცერემონიაც გაიმართება. 

ტოჩინოშინი თანამედროვე ეპოქაში ყველაზე ასაკოვანი სუმოისტია, რომელმაც ოძეკის ტიტულის დაბრუნება შეძლო.

მონღოლი კაკურიუს დამარცხებისთვის ტოჩინოშინმა დარბაზშივე მისცა ინტერვიუ:

"ძალიან გამახარა დღევანდელმა გამარჯვებამ. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა და ძალიან ბედნიერი ვარ. მე-10 დღის შემდეგ ტურნირზე საქმეები ცუდად წამივიდა. ჩემ სუმოს ვერ ვჭიდაობდი, არ გამომდიოდა კარგი ტაჩი აი. დღეს მიხარია, რომ ილეთი კარგად შევასრულე. ჯერ ხვალინდელ ბრძოლაზე ვიფიქრებ. რაც შეეხება ოძეკობას, შევეცდები, რომ მომავალშიც კარგად ვიჭიდაო. 

კომენტარები

ბოლო ამბები