Thumbnail

საქართველოს ჩემპიონს ტაი ბრეიკი გამოავლენს, თუ საჭირო გახდა - არმაგედონი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს ჩემპიონატის ფინალის ორი პარტია 1:1 დასრულდა.
  • 27 იანვარს დავით ჯოჯუა და მიხეილ მჭედლიშვილი ტაი ბრეიკს ითამაშებენ.

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 77-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩის მეორე პარტია გაიმართა. 

ისევე, როგორც პირველში მიხეილ მჭედლიშვილმა და დავით ჯაჯუამ გართულებებს თავი აარიდეს და ფაქტობრივად დებიუტში შეთანხმდნენ ყაიმზე. ამრიგად, ანგარიში 1:1 გახდა და საქართველოს ჩემპიონს ტაი ბრეიკი გამოავლენს.

ჯერ მეტოქეები 2 პარტიას ითამაშებენ (თითოეულს 10 წუთი პარტიის ბოლომდე და ყოველ სვლაზე 10 წამის დამატება).

თუ ეს მატჩიც ფრედ დასრულდა, მაშინ 2 პარტია გაიმართება (თითოეულს 5 წუთი პარტიის ბოლომდე და ყოველ სვლაზე 3 წამის დამატება).

თუ კვლავ ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, დაინიშნება "არმაგედონი".

1 პარტია - შავებს 4 წუთი, თეთრებს - 5. ყაიმი ნიშნავს შავების გამარჯვებას. 

ჩემპიონი ვერ გამოვლინდა, მაგრამ ცნობილი გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი - თორნიკე სანიკიძე გიგა ყუფარაძეს დაუზავდა და მატჩი 1,5:0,5 მოუგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები