Thumbnail

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე გაიმარჯვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი ნიჩბოსანი პოზნანში 200 მეტრ დისტანციაზე კანოეთი საუკეთესო იყო
  • ზაზა ნადირაძემ შეჯიბრის პირველ ეტაპზე ყაზახ და ბელარუს მეტოქეებს აჯობა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე, 200 მეტრზე კანოეთი ასპარეზობაში, პირველი ადგილი დაიკავა.

ნადირაძემ შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა - 39.191. მეორე ადგილზე ყაზახი ტიმურ აიდაროვი გავიდა (39.743), მესამეზე კი ბელარუსი არციომ კოზირი (39.819).

მსოფლიო თასის პირველი ეტაპი პოზნანში 23-26 მაისს ტარდება და იქ საქართველოს ნაკრები სამი სპორტსმენით: ბადრი ყაველაშვილით, მურმან მალანიათი და ზაზა ნადირაძით წარსდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები