Thumbnail

LoL | ექვსი გმირი დამწყები გეიმერებისთვის

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • LoL მარტივი თამაშია, მაგრამ დამწყებებს მისი ათვისება მაინც უჭირთ
  • არსებობენ ჩემპიონები, რომლებითაც პირველი ნაბიჯების გადადგმა ბევრად მარტივია

იმ შემთხვევაში, თუ League of Legends-ის თამაში ახლა დაიწყეთ, კეთილი იყოს თქვენი კურსორი Summoner's Rift-ზე! ამბობენ, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმა, ყოველთვის ყველაზე რთულია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხარისხიან გზამკვლევს ვერ მიაგნებთ. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი გმირების უნარები ინტუიტიური და მარტივი ასათვისებელია, შედეგად, LoL-ში თქვენს მიერ გატარებული პირველი საათები ბევრად უფრო ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება.

Sona (საფორთი)

თუკი გსურთ, რომ მარტივი 'საფორთ' ჩემპიონი აითვისოთ, მაშინ Sona თქვენი საუკეთესო ვარიანტია. მისი უნარების დამახსოვრება ამოსუნთქვაზე მარტივია - შეტევა, სიცოცხლის მომატება, აჩქარება და გაშეშება. არ დაგავიწყდეთ მისი პასიური უნარის - Power Chord-ის გამოყენება. ამ შემთხვევაში, ყოველ სამ უნარში ერთხელ, თქვენი დარტყმები მეტოქეს ბევრად დიდ ზიანს მიაყენებს.

Morgana (საფორთი)

დაცემული ანგელოზის შავი ფარი (Black Shield) თამაშში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დაცვითი უნარია. ის მაგიურ ზიანს ანეიტრალებს და თქვენ, ან თქვენს თანაგუნდელს გამაკონტროლებელ, ან გამაშეშებელ ეფექტებს აგარიდებთ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ შავი ფარი ხუთი წამის მანძილზე გრძელდება. ეს განსაკუთრებით გამოსადეგარი ხაზზე თამაშისას, ზიანის ადრეული გაცვლებისასაა. Morgana სულ მცირე ხნის წინ განაახლეს და ახლა მისი მთავარი უნარის გამოყენებაც გამარტივებულია. უბრალოდ უნდა მიუახლოვდეთ მტრებს, დააჭიროთ R-ს და ყველაფერი კარგად იქნება.

Lux (მიდ)

Lux-ის უნარები დამწყები მიდლეინერებისთვისაა (რუკის შუა ხაზზე მოთამაშეები) განკუთვნილი. E-Q-R - იდეალური და მარტივად შესასრულებელი კომბინაციაა. ჯერ შეანელებთ მეტოქეს, შემდეგ დააბამთ, ბოლოს კი მთავარი უნარით (Final Spark) გაუსწორდებით. სწორი ნივთების შერჩევის შემთხვევაში, Lux ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონია, რაშიც პროფესიონალებიც დაგვეთანხმებიან.

კიდევ გჭირდებათ მისი არჩევის დამატებითი მიზეზი? Lux იმ გმირებს შორისაა, რომლებსაც ყველაზე მეტი 'სკინი' აქვს.

Garen (ტოპ)

პირადად მე, მეტოქის შორი მანძილიდან დაზიანებას, ან თუნდაც მოკვლას, ხელჩართულ ორთაბრძოლაში ჩართვა მირჩევნია და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო არ ვარ. თუ თქვენც ასე თვლით, მაშინ თქვენი პირველი გმირი Garen უნდა გახდეს. ზედა ხაზზე მარტო წასვლა განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეგიქმნით, რადგან ამ ჩემპიონს აჩქარება და სიცოცხლის რეგენერაცია აქვს. მეექვსე დონის მიღწევის შემდეგ, Garen-ის მთავარ უნარს - დემასიურ სამართლიანობას (Demacian Justice) გახსნით, რომლის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი სიცოცხლე აქვს მეტოქეს დაკლებული, რაც მის მოსაკლავად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.

Ashe (ად)

ყინულის მშვილდოსანი წლების წინ განაახლეს და მას შემდეგ დამწყებთათვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ასათვისებელ ჩემპიონად იქცა. მისი უნარი - Rangers Focus, მხოლოდ 50 მანა ღირს. გამოსაყენებლად კი უბრალოდ ხუთჯერ უნდა ესროლოთ ნებისმიერ მტერს, დააჭიროთ Q-ს და განსხვავებას იმ წამსვე იგრძნობთ. 

არანაკლებ მარტივია და სწორხაზოვანია Ashe-ს მთავარი უნარი - კარგად დაუმიზნეთ მეტოქეს და თქვენს მიერ ნასროლი უშველებელი ისარი მას დიდი ხნით გააშეშებს.

Ashe - ყინულის მშვილდოსანი

Master Yi (ჯუნგლები)

დამწყები გეიმერებისთვის ყველაზე რთულად ასათვისებელი როლი მაინც ჯანგლერობაა. ტყეში მარტო ხარ, სწორ დროს უნდა გამოიყენო ჯანგლერების ექსკლუზიური უნარი - Smite და უნდა აკონტროლო საკუთარი სიცოცხლე, რომ მონსტრებმა არ მოგკლან.

Master Yi ჯანგლერებს შორის ყველაზე მარტივია და როდესაც მის უნარებს კარგად აითვისებთ, შეუჩერებელი გახდებით. მისი მეორე უნარი - Meditate, სიცოცხლეს გიმატებთ და მის მანძილზე ნაკლებ ზიანს იღებთ. მტრების 'დაგანკვისას', არ უნდა დაგავიწყდეთ Alpha Strike-ს გამოყენება, რომლის შედეგადაც გაქრებით, მეტოქეებს ზიანს მიაყენებთ და რაც მთავარია, ამ დროს მათ თქვენი მონიშვნის საშუალებაც კი არ ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები