ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 25 მაისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.
სანამ დღევანდელ ბილეთებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ მოიგო წინა, 21 მაისის, სამშაბათის გადაცემაში გაკეთებულმა მაყურებლის ბილეთმა, რომელიც 6 პოზიციისგან შედგებოდა და ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,9 ჰქონდა. სულ ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე გადაცემის წამყვანს, რომლის ბილეთი 4 პოზიციისგან შედგებოდა, ჯამური კოეფიციენტით - 9,7. ლევანის ბილეთში არაზუსტი მხოლოდ ერთი - ჩიხურა-ბათუმის დინამოს მატჩის პროგნოზი აღმოჩნდა, სადაც გადაცემის ავტორს მასპინძელთა არწაგება ეწერა, შეხვედრა კი სტუმართა მოგებით (2:1) დასრულდა.
დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 6-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 13,3 გახლავთ.
ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)
დავიწყებ გერმანიის თასის ფინალით, ლაიპციგი-ბაიერნის მატჩით. ამ გუნდებმა ჩემპიონატშიც ითამაშეს ბოლო პერიოდში და 0:0 დასრულდა, მაგრამ ახლა თასის ფინალში ხვდებიან. გერმანიაში თასზე კი ყველას ყველასთან გააქვს გოლი. ლაიპციგი ღია ფეხბურთს თამაშობს და გამტანია, ბაიერნმა კი, რომ არ გაიტანოს, წარმოუდგენელია და ამ შემთხვევაში ორივეს გატანას ვფიქრობ.
სპორტინგი-პორტუს მატჩში ბარათებს 4,5-ზე მეტს ვფიქრობ. 5,5-ზე მეტსაც კარგი კოეფიციენტი აქვს, მაგრამ...
ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში რუსეთის ფინეთთან მოგებას ვფიქრობ. ისეთი გუნდი, როგორიც რუსეთია, არცერთი არ არის აქ. ტრადიციულად, რუსებს ამერიკელებთან უჭირთ ხოლმე, გაუჭირდათ კიდეც, მაგრამ გადალახეს და მგონია, რომ ახლა ფინეთს წყნარად მოუგებენ და ფინალში გავლენ.
ესპანეთის თასის ფინალში, რომელიც სევილიაში იმართება და ბარსელონა და ვალენსია თამაშობენ, ორივე გუნდის გატანას ვფიქრობ. ის კი არა, ალბათ, ორ-ორსაც გაიტანენ. ბარსელონა 2:0-საც რომ უგებდეს, წავა ვალენსია მაინც გატანაზე.
ჰეკენი-გიოტებორგის მატჩში უფრო სტუმრებისკენ ვიხრები, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევ და მხოლოდ გიოტებორგის მინიმუმ ერთი გოლის გატანას დავწერ.
ნორვეგიაში ვალერენგა შინ ლილესტრომს იღებს, რომელიც გასვლაზე კარგად არასდროს თამაშობდა, ვალერენგა კი ამ ჩემპიონატში ძალიან კარგად გამოდის და ვფიქრობ, მოიგებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ვამჯობინებ, მასპინძელთა ორ გოლზე გავაკეთო ფსონი - უფრო დიდია ალბათობა, მეტოქეს ორი გოლი გაუტანოს, ვიდრე მოიგოს.
დღეს გადაცემის სტუმარი პროგნოზისტი გიორგი ჯაფარიძე გახლდათ, რომელიც 12-წლიან ისტორიაში გადაცემის ზარების და რეიტინგის ლიდერია. ამჯერად მისი ბილეთი 5 პოზიციისგან შედგება და ჯამური კოეფიციენტია 9,8.
მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 17,0 გახლავთ.
კომენტარები