Thumbnail
  • მალაგა 3:1 სარაგოსა
  • გიორგი პაპუნაშვილს 13 მატჩში 2 გოლი და ერთი საგოლე პასი აქვს

ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსა მალაგას ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

გიორგის გუნდი მატჩის მე-9 წუთზე დაწინაურდა. პაპუნაშვილის გადაცემით პეპე მასმა სარაგოსა წინ გაიყვანა, თუმცა მალაგამ "ლა როსალედაზე" 3 გოლის გატანა შეძლო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

ვიქტორ სანჩესის გუნდმა რენატო სანტოსის, გუსტავო ბლანკოსა და ადრიანის გოლებით მატჩი შემოატრიალა. მალაგას 68 ქულა დაუგროვდა და საპლეიოფო ზონაში მე-4 ადგილზეა. მალაგას მთავარი მიზანი ლა ლიგაში დაბრუნებაა.

სარაგოსას 50 ქულა აქვს და დარჩენილ ორ ტურში ნუმანსიასა და ტენერიფეს შეხვდება. პაპუნაშვილს 13 მატჩში 2 გოლი და ერთი საგოლე პასი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები