Thumbnail
  • ჩინეთის გრან პრის მეორე დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • გრან პრის მესამე დღეს ტატამზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ

ჩინეთის გრან პრის მეორე დღეს ტურნირზე ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა დაიწყეს. სამწუხაროდ, ქართველებმა მედლებისთვის ბრძოლა ვერ შეძლეს.

73-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვალერი იაშვილი ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინთან 2 წუთსა და 10 წამში დამარცხდა. ქართველი შეხვედრას ვაზარით იგებდა, მაგრამ იპონზე დაეცა.

81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კობა მჭედლიშვილმაც პირველივე შეხვედრა წააგო. ის ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან დამარცხდა.

81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილმა პირველი ბრძოლა ფრანგ ნიკოლას შილარდს ვაზარით მოუგო და შემდეგ წრეში ირანელ საიდ მოლაისთან დამარცხდა, რის შემდეგაც ასპარეზობას გამოეთიშა.

ჩინეთის გრან პრის მესამე დღეს გიორგი პაპუნაშვილი (90კგ), უშანგი მარგიანი (90კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები