Thumbnail

ნაცუ ბაშო | გაგამარუს მე-6 მარცხი, ჯუღელმა ცურუგიშოსთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ მე-14 დღის ორთაბრძოლა წააგო
  • ქართველის ბალანსი ნაცუ ბაშოზე: 8 მოგება და 6 მარცხი

ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-6 ბრძოლა წააგო. ის ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერ ცურუგიშოს შეხვდა და იორიკირით დამარცხდა. პირველი დაჯახების შემდეგ, ჯუღელი მეტოქემ შემოატრიალა და დოჰიოდან გაიყვანა, რითიც ცურუგიშომ მიმდინარე ნაცუ ბაშოზე დადებითი ბალანსი გაინაღდა.

გაგამარუს 8 მოგება და 6 მარცხი აქვს. ქართველს მხოლოდ ერთი ბრძოლა დარჩა. რაც შეეხება ჯურიოს დივიზიონს ლიდერს, პირველ ადგილზე ტაკაგენჯია, რომელმაც ამ ბაშოზე 13 ბრძოლა მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები