Thumbnail
  • ბარსელონას თავდამსხმელი ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია
  • ჯილდოსთვის ბრძოლაში არგენტინელს უმთავრესი კონკურენტი უკვე ჩამოშორდა
  • ლეო მესის შედეგის გაუმჯობესების თეორიული შანსი ფაბიო კვალიარელას რჩება  

პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა კილიან მბაპემ, "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში, ვერ შეძლო ბარსელონას თავდამსხმელის ლიონელ მესისთან ჩამორჩენის გაბათილება. საფრანგეთის ჩემპიონმა ლიგა 1-ის სეზონის ბოლო მატჩში სტუმრად რეიმსთან ანგარიშით 1:3 წააგო, 20 წლის მბაპეს ანგარიშზე კი ის ერთი გოლია.

შესაბამისად, ევროპის საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებულ ამ ჯილდოს, ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მიიღებს. 

ბარსელონამ თავის თავდამსხმელს წინასწარ მიულოცა წარმატება, რომელიც კარიერაში ამ ჯილდოს მეექსედ დაეუფლება. ამაში მესის ხელს თეორიულად მხოლოდ ფაბიო კვალიარელა თუ შეუშლის, რომელმაც 26 მაისს, სერია A-ს ბოლო ტურში, შინ იუვენტუსთან 11 გოლი უნდა გაიტანოს.

რაც შეეხება ლიონელ მესის, არგენტინელმა თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და მიითვალა 13 საგოლე პასი, რითაც ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა. 

ოქროს ბუცის TOP11 პრეტენდენტი

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) 36 გოლი (x2,0) / 72 ქულა 
2. კილიან მბაპე (პსჟ): 33 გოლი (x2,0) / 66 ქულა
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია): 26 გოლი (x2,0) / 52 ქულა 
4. მბაიე დიანი (გალათასარაი): 30 გოლი (x1,5) / 45 ქულა 
5–11. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
5–11. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
5–11. ნიკოლა პეპე (ლილი): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
5–11. დუვან საპატა (ატალანტა): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
5–11. პიერ ემერიკ ობამეიანგი (არსენალი): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
5–11. სადიო მანე (ლივერპული): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა 
5–11. კშიშტოფ პიონტეკი (მილანი): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა

"ოქროს ბუცის" რეიტინგში, ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე მრავლდება. ევროპის TOP5 ლიგაში კოეფიციენტი ყველაზე მაღალია: 2,0.

კომენტარები

ბოლო ამბები