Thumbnail

ქართული ჰენკა - ტოჩინოშინმა დიდ ჩემპიონს მოუგო და ოძეკის ტიტული დაიბრუნა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაცუ ბაშოზე ბოლოსწინა დღის ბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინმა 10 გამარჯვებით ოძეკის ტიტულის დაბრუნება გაინაღდა
  • ტოჩინოშინმა კაკურიუ კარიერაში მე-4-ედ დაამარცხა

ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" ზაფხულის (ნაცუ) ბაშო დასასრულს უახლოვდება - დღეს ბოლოსწინა დღე იყო. სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და ტაჩი აიზე ჰენკა შეასრულა (მეტოქეს სასტარტო დაჯახებისას გამოეცალა), ამით ქართველმა მე-10 გამარჯვება მოიპოვა და ოძეკის ტიტულის დაბრუნება გაინაღდა. ბოლო დღის წინ ტოჩინოშინს 10-4 ბალანსი აქვს.

იმპერატორის თასი მე-8 მაეგაშირა ასანოიამამ გაინაღდა, რომელმაც ოძეკი გოეიდო დაამარცხა. თასი კი მას მერე გაინაღდა, რაც ტოჩინოშინმა კაკურიუს ჰატაკიკომის ილეთით მოუგო.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული ზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირებისთვის დაკარგა. მარტში მას ნაცუ ბაშოზე 10 ორთაბრძოლის მოგება დაუსახეს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნების პირობად.

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-10 ნომერ ცურუგიშოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. გაგამარუს 8-6 ბალანსი აქვს, მას რეიტინგში წინსვლა განაღდებული აქვს.

ნაცუ ბაშო. ლიდერები

12-2: ასანოიამა (მაეგაშირა 8)

10-4: კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (სეკივაკე), ტამავაში (მაეგაშირა 3)

9-5: გოეიდო (ოძეკი), აბი (მაეგაშირა 4), რიუდენი (მაეგაშირა 5), შოდაი (მაეგაშირა 7), მეისეი (მაეგაშირა 7), შიმანოუმი (მაეგაშირა 12), დაიშოჰო (მაეგაშირა 16)

კომენტარები

ბოლო ამბები