Thumbnail
  • 25 მაისი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ვალენსია
  • ფინალი სევილიაში 'ბენიტო ვილიამარინზე' გაიმართება

სევილიაში "ესტადიო ბენიტო ვილიამარინზე" ესპანეთის თასის 117-ე გათამაშების ფინალი გაიმართება. თასის ამჟამინდელი მფლობელი ბარსელონა, რომელსაც ესპანეთში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული სამეფო თასი (30-ჯერ), ვალენსიას (7 ტიტული) დაუპირისპირდება. 

გზა ფინალამდე

მარსელინოს გუნდმა ბრძლა 1/16 ფინალიდან დაიწყო, ებრო ორივე მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 2:1 სტუმრად და 1:0 შინ. ვალენსიამ ხიხონში სპორტინგთან 1:2 წააგო, მაგრამ "მესტალიაზე" 3:0 გაიმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა. იქ მას ბრძოლა ხეტაფესთან მოუწია, რომელსაც ლა ლიგაში მხოლოდ ურთიერთშეხვედრების წყალობით წაართვა მე-4 ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური. მადრიდში ხეტაფემ 1:0 მოიგო, მაგრამ შინ მარსელინოს გუნდმა 3:1 გაიმარჯვა. "ღამურები" ფაქტობრივად, გავარდნილები იყვნენ, მაგრამ 10-კაციან ხეტაფეს კომპენსირებულ დროში 2 გოლი გაუტანეს. ამ შეხვედრის გმირი როდრიგო იყო, ვინც ჰეთ თრიკი შეასრულა.

ნახევარფინალში ვალენსია სტუმრად ბეტისს დაუზავდა - 2:2, შინ კი ისევ მოიგო - 1:0. მესტალიაზე გოლი კვლავ როდრიგომ გაიტანა და "ღამურები" ფინალში "შეფრინდნენ".

ბარსელონამ ლეონესას 1:0 და 4:1 მოუგო, აი, მერვედფინალში კი ლევანტესთან გაუჭირდა - ვალენსიაში 1:2 დამარცხდა, მაგრამ კამპ ნოუზე 3:0 მოიგო. მესის გარეშე ბარსა სევილიასთანაც სტუმრად დამარცხდა - 0:2, მაგრამ "კამპ ნოუზე" კატალონიელებმა ისევ შემოატრიალეს - 6:1. ახევარფინალში კლასიკო ვიხილეთ - "კამპ ნოუზე" ლუკასმა რეალი დააწინაურა, მაგრამ მალკომმა გაათანაბრა - 1:1. მადრიდში, თითქოს, რეალი ფავორიტი იყო, მაგრამ ბარსამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:0 მოიგო - ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა.

ფინალში ბარსას არ ეყოლება მარკ ანდრე ტერ შტეგენი, რაფინია და ლუის სუარესი. ასევე საეჭვოა უსმან დემბელეს თამაშიც. ვალენსიას კი მხოლოდ დენის ჩერიშევი დააკლდება.  

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონამ 30-ჯერ მოიგო ესპანეთის სამეფო თასი, ფინალში კი 40-ჯერ ითამაშა - ორივე ტურნირის რეკორდია.

⚽ შარშანდელ ფინალში ბარსელონამ სევილია 5:0 გაანადგურა.

⚽ ბარსელონა ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა და ზედიზედ მეხუთე ტიტულისთვის იბრძოლებს. ესეც ტურნირის რეკორდებია.

⚽ ბარსელონამ შინ ვალენსიასთან ბოლო 15 მატჩიდან 12-ში სულ მცირე ორი გოლი გაიტანა.

⚽ ამ მატჩებიდან ბოლო 6-დან 5-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): სილესენი - სერხი რობერტო, ლონგლე, პიკე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტურო ვიდალი - მალკომი, მესი, კოუტინიო

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო, გამეირო 

კომენტარები

ბოლო ამბები