Thumbnail

'დავბრუნდები, მაგრამ არა მწვრთნელად' - არსენ ვენგერი მომავალზე საუბრობს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვენგერმა დაბრუნებაზე პირველად ისაუბრა
  • თუმცა რა როლი ექნება მას მომავალში ჯერ არ იცის...

არსენალის ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფეხბურთში დაბრუნებაზე ალაპარაკდა. "ფეხბურთში დავბრუნდები, რა როლით ეს უკვე არ ვიცი, არამგონია როგორც მწვრთნელი..." - ამბობს ფრანგი.

ვენგერმა არსენალში 22 წლიანი კარიერა 2017-18 წლების ბოლოს დაასრულა "მეგონა მწვრთნელობას უცებ დავუბრუნდებოდი, მაგრამ შევცდი... ჯერ-ჯერობით დისტანცირება მირჩევნია."


არსენ ვენგერის 5 ინოვაცია, რამაც ინგლისური ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა

"ბევრ საქველმოქმედო საქმიანობას ვეწვი და ეს პროცესი მსიამოვნებს. არსენალიც მენატრება, 22 წელი გუნდს ვაშენებდი და ჩემი გაკეთებული საქმის დიდი ნოსტალგია მაქვს" - განაცხადა ვენგერმა.

"ჩემი გული არსენალში დავტოვე, ამ გუნდის ქომაგი მუდამ ვიქნები, ახლაც ბაქოში მივდივარ. მხითარიანზე მინდა ვთქვა, ასეთი ფაქტები 2019 წელს ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს და იმ ფანებსაც ვუთანაგრძნობ, ვისაც ამხელა გზაზე უწევს წასვლა."

"მომავალში ფეხბურთის მატჩების მოგება მირჩევნია, თუ რამე სხვა საქმით დაკავება ამას მალე გადავწყვიტავ და ყველა გაიგებთ." - განუცხადა ფრანგმა BBC-ის.

კომენტარები

ბოლო ამბები