Thumbnail

ქართული დერბი დინამომ მოიგო! ტორპედოსთან ჩამორჩენა 3 ქულაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თბილისის დინამო 2:1 ქუთაისის ტორპედო
  • ქართული დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურში თბილისის დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და მეტოქეს 2:1 მოუგო. თბილისელებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს. ქუთაისელთა კარში გოლი დმიტრო ივანისენიამ გაიტანა. ტორპედომ ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა, წონასწორობა გრიგოლ დოლიძემ აღადგინა - 1:1.

დინამომ გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე გაიტანა. ლევან შენგელიამ სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და დინამოს 3 ქულა მოუტანა. დინამოს 23 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. თბილისელები ქუთაისურ კლუბს, რომელიც მე-3 ადგილზეა 3 ქულით ჩამორჩებიან. დინამომ ტორპედოსთან 73-ე მატჩი ითამაშა და 36-ე მატჩის მოგება შეძლო.

დინამოს მომდევნო მეტოქე რუსთავი იქნება. მატჩი 28 მაისს რუსთავის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები