Thumbnail

როგორ ცხოვრობს ყოფილი არსენალელი ტურინში - იუვეს ინგლისელის ამბავი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ინგლისელი ტურინში თამაშზე საუბრობს
  • სტეფი მავიდიდი არსენალმა გაუშვა და იუვემ დაიმატა...

სტეფი მავიდიდ სეზონის დასაწყისში არსენალმა გაათავისუფლა, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებების წევრი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და მოულოდნელად ინგლისელს ტურინიდან დაურეკეს.

"სკაუტმა დამირეკა და ჩემი 3 წლის წინანდელ თამაშზე მომიყვა, რომელიც მე დიდად არ მახსოვდა - ეს სკაუტი ჯორჯო კიელინის ძმა აღმოჩნდა. ძალიან გამიხარდა, იუვეს წინადადებაზე უარს როგორ ვიტყოდი." - ამბობს მავიდიდი.

თავდაპირველად, ინგლისელი გუნდის 23-წლამდელთა შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა განვლილ სეზონში იუვეს მაისურით სპალის წინააღმდეგ სერია A-ში თამაში მაინც მოასწრო.

ზაფხულში მავიდიდის ყოფილი გუნდელი - აარონ რემსი არსენალიდან შეუერთდება. ისე კი, სტეფი დევიდ პლატის (1992) შემდეგ პირველი ინგლისელია, ვინც იუვეს მაისურით ითამაშა.

მავიდიდის მეგობრები ინგლისის ასაკობრივი ნაკრებიდან - რაის ნელსონი (ჰოფენჰაიმი), ჩუბა აკპომი (პაოკი) და ჯეიდონ სანჩოც (დორტმუნდის ბორუსია) კონტინენტზე თამაშობენ და საკმაოდ წარმატებულად.

"კიელინისთან და ბონუჩისთან ვარჯიში შემტევისთვის საერთოდ საოცრებაა, წამები გაქვს, მერე რომელიმე უეჭველად ბურთის გარეშე დაგტოვებს"

"ახლაც მახსოვს პირველად ბაზაზე რონალდო რომ დავინახე. კიელინისთან და ბონუჩისთან ვარჯიში შემტევისთვის საერთოდ საოცრებაა, წამები გაქვს, მერე რომელიმე უეჭველად ბურთის გარეშე დაგტოვებს."

"ძირითად დროს ძია ბლაისესთან (მატუიდი) ვატარებ და ასევე რონალდოსთანაც, რომელიც სულ ინგლისური ხუმრობებით დამცინის. ასევე ახლოს ვარ ვოიცეხ შესნისთან, არსენალიდან ვიცნობ და ტურინში ემრე ჯანს დავუმეგობრდი."

მავიდიდიმ სერია A-ს მედალი ვერ მიიღო, არასაკმარის მატჩების რაოდენობის გამო, თუმცა მისი პირველი მიზანი მიღწეულია - იუვეში ითამაშა!

კომენტარები

ბოლო ამბები