Thumbnail

მოთელვა პარიზამდე - ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ფინალში ვერ გავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ლიონში ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირის (საპრიზო ფონდი: €501 345) ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს (28) შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა - 6:2, 6:7 (3:7), 4:6. 

მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ბასილაშვილის უპირატესობა შესამჩნევი იყო, მეორეში კი ყველაფერი ტაი ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ნიკამ მინი ბრეიკით კი დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ 3:7 წააგო. გადამწყვეტ სეტში კანადელმა ქართველის ერთი მოწოდება მოიგო და საქმე ბოლომდე მიიყვანა. 

ბასილაშვილმა 6 ეისი მიითვალა, ოჟე-ალიასიმმა კი - 12, ნიკამ 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეტოქემ კი მხოლოდ ერთი. ბასილაშვილმა მეორედ ითამაშა ლიონის ტურნირის ნახევარფინალში, მაგრამ ფინალში ვერც ერთხელ გააღწია. 

ახლა ბასილაშვილი როლან გაროსზე გადაინაცვლებს, სადაც კარიერაში პირველად არის განთესილთა შორის - ის მე-15 ჩოგანია და არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს (78) ხვდება. ორშაბათიდან ნიკა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იქნება, რაც მისი კარიერის მიღწევაა.  

კომენტარები

ბოლო ამბები