Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზში მე-15 ნომრად განთესეს
  • თუ მერვედფინალში გავა, შესაძლოა, ისევ ნადალს შეხვდეს

27 მაისიდან 10 ივნისამდე პარიზში "როლან გაროსის" კორტებზე დიდი სლემის წლის მეორე ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობა გაიმართება (საპრიზო ფონდი - €39 197 00). ტურნირზე ვაჟთა ერთეულებში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მონაწილეობს. 

27 წლის ჩოგბურთელი, რომელიც ლიონში წარმატებული გამოსვლის წყალობით, ორშაბათიდან მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იქნება, როლან გაროსზე მე-15 ნომრად არის განთესილი. 

პირველ წრეში ნიკას მეტოქე თიხნარის სპეციალისტი არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო (78) იქნება. აქამდე ისინი ერთმანეთს ATP-ის ეგიდით არ დაპირისპირებიან. 

თუ პირველ წრეში ქართველი მოიგებს, ის მეორეში ფრანგ რიშარ გასკესა (39) და გერმანელ მიშა ზვერევს (103) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მესამე წრეში (გასვლის შემთხვევაში) სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე ძლიერი მე-19 ნომრად განთესილი არგენტინელი გვიდო პელაა (22). 

შეგახსენებთ, რომ შარშან ნიკამ საფრანგეთის ღია პირველობაზე წარუმატებლად იასპარეზა - პირველ წრეში მასპინძელ ჟილ სიმონთან 4:6, 0:6, 7:6 (4), 4:6 დამარცხდა. მისთვის გაცილებით წარმატებული იყო 2017 წლის როლან გაროსი, როცა ჟილ სიმონი და ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა და შემდეგ რაფა ნადალთან 1/16 ფინალში წააგო. სხვათა შორის, არის იმის ალბათობა, რომ ამ ტურნირზეც ვიხილოთ დაპირისპირება ნადალთან. ოღონდ, იმ შემთხვევაში თუ ორივე ჩოგბურთელი მეოთხე წრეში გავა.  

კომენტარები

ბოლო ამბები