Thumbnail

ეროვნული ლიგა | 6 გოლი, ჩხუბი და 4 წითელი ბარათი ბოლნისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სიონი 3:3 რუსთავი
  • ბოლნისელები 0:3-ს აგებდნენ და ბოლო 10 წუთში გაათანაბრეს ანგარიში

ეროვნული ლიგის მე-15 ტური ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაგრძელდა, სადაც სიონმა რუსთავს უმასპინძლა. მატჩი ძალიან დაძაბული, უხვგოლიანი და სკანდალური გამოდგა. გულშემატკივარმა იხილა 6 გოლი, მასობრივი ჩხუბი და 4 წითელი ბარათი.

პირველი ტაიმი თავსხმა წვიმაში წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 0:2 დასრულდა. ანგარიში ზაზა ციცქიშვილმა გახსნა, რასაც თამაზ მაქაცარიას ავტოგოლი მოჰყვა. მეორე ტაიმი 16 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლუკა სალაგაძემ რუსთავის უპირატესობა სამამდე გაზარდა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყდა.

მესამე გოლს მოედანზე არეულობა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. შედეგად, მსაჯმა 4 ფეხბურთელი გააძევა: ვილი ისიანი და დავით თარგამაძე სიონიდან, ხოლო ლაშა ქოჩლაძე და ლუკა გადრანი რუსთავიდან. გუნდებმა 9-9 ფეხბურთელით გააგრძელეს თამაში.

მატჩის ბოლო 10 წუთში მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა: სიონმა სამი გოლი გაუტანა მეტოქეს და ქულა გადაარჩინა. გოლები დათო კირკიტაძემ და ლევან ხმააძემ გაიტანეს, ერთი კი საკუთარ კარში ზურაბ ჯაფიაშვილმა შეაგდო.

სიონი 3:3 რუსთავი

გოლები: 0:1 ციცქიშვილი (5), 0:2 მაქაცარია (11-საკ. კარში), 0:3 სილაგაძე (61), 1:3 კირკიტაძე (84), 2:3 ჯაფიაშვილი (87-საკ. კარში), 3:3 ხმალაძე (90).

კომენტარები

ბოლო ამბები