Thumbnail

აქცია არ შედგა - სუმოს ქართველი ქომაგების პეტიცია იაპონიის საელჩოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის სკანდალურმა მარცხმა სუმოს ქართველ გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ტოჩინოშინის ქომაგები მიიჩნევენ, რომ ქართველ სუმოისტს მოგება და შესაბამისად, ოძეკის წოდება მსაჯებმა წაართვეს და ამ ფაქტის იაპონიის საელჩოსთან გაპროტესტება აქციით გადაწყვიტეს.

მეტი ამ თემაზე:  ტოჩინოშინს ოძეკის ტიტული წაართვეს? მსაჯებმა მას ასანოიამასთან წაგება ჩაუთვალეს

იაპონიის საელჩოსთან აქცია არ შედგა და ადგილზე მხოლოდ სუმოს ქართველ ქომაგთა ერთ-ერთ ლიდერი ამირან ურუშაძე მივიდა, რათა საელჩოს წარმომადგენლებისთვის ქართველი გულშემატკივრების მიერ მომზადებული პეტიცია გადაეცა.  

"რა თქმა უნდა, სუმოში არის ხოლმე საკამათო მომენტები, მაგრამ არასდროს ყოფილა, რომ მონაწილე ასე დაჩაგრულიყო. იაპონელებიც კი აღშფოთდნენ მსაჯების გადაწყვეტილებით. რამდენიმე მეგობარმა მომწერა კიდეც, რომ ეს არ იყო სამართლიანი. 

არ მინდა მჯეროდეს, რომ კონსპირაციას აქვს ადგილი, მაგრამ ამ ამბავს რაღაც ცუდი სუნი უდის. ჩვენ იაპონიის საელჩოს პეტიციას გადავცემთ, რათა იცოდნენ, რომ საქართვლოში სუმოს ბევრი მოყვარული ჰყავს, ტოჩინოშინს კი ბევრი ქომაგი და ასეთ უსამართლობას ვერ ავიტანთ", - განაცხადა იაპონის საელჩოსთან მისულმა ამირან ურუშაძემ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები