Thumbnail
  • NBA-მ სეზონის პირველი, მეორე და მესამე სიმბოლური ნაკრებები გამოაქვეყნა
  • ხუთეულები მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა
  • ლებრონი სეზონის პირველ სიმბოლურში 12 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა 

NBA-ს პრესსამსახურმა ამ სეზონის სიმბოლური ხუთეულები გამოაქვეყნა, რომელიც მასმედიის 100 წარმომადგენლის გამოკითხვის შედეგად შეადგინა. პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა ლებრონ ჯეიმსი, კლეი ტომპსონისთვის ადგილი კი არცერთში მოიძებნა. 

პირველ ნაკრებში მოხვდნენ მცველები: სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) და ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი), ფორვარდები: იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი ბაქსი) და პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა), ასევე - ცენტრი ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეტსი). 

მეორე სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ მცველები: დემიენ ლილარდი (პორტლენდი) და კაირი ირვინგი (ბოსტონი), ფორვარდები: კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი) და კავაი ლეონარდი (ტორონტო რეპტორსი), ასევე - ცენტრი ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია).

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი მხოლოდ მესამე სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. მასთან ერთად გუნდში არიან მცველები: კემბა უოკერი (შარლოტ ჰორნეტსი) და რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა), ფორვარდი ბლეიკ გრიფინი (დეტროიტი) და ცენტრი რუდი გობერი (იუტა ჯაზი).

ლოს ანჯელეს ლეიკერსის 34 წლის ფორვარდმა, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოხვდა პლეი ოფში, 11 სეზონისგან შემდგარი სერია შეწყვიტა, რომლის განმავლობაშიც, NBA-ს პირველ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ყოველთვის ჰქონდა. ბოლოს ლებრონი პირველ ხუთეულში 2006/07 წლების სეზონში ვერ მოხვდა. მაშინ ის მეორე ნაკრებში შეიყვანეს.

ლებრონის საშუალო სტატისტიკა ამ სეზონში: 35 წუთი,  27,4 ქულა, 8,3 მოხსნა და 8,5 პასი

არცერთ ხუთეულში მოიძებნა ადგილი გოლდენ სტეიტის კალათბურთელისთვის, კლეი ტომპსონისთვის, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა: 

"არაფერი მაქვს იმ მოთამაშეების საწინააღმდეგო, რომლებიც ხუთეულებში მოხვდნენ, მაგრამ ჩემთვის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გასვლა უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე რომელიმე სიმბოლურში მოხვედრა".

კომენტარები

ბოლო ამბები