Thumbnail

ტოჩი არ შეხებია! ფოტო და ვიდეო კადრები, რომელიც ყველაფერს ამტკიცებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ ასანოიამას შეხვდა და მსაჯების გადაწყვეტილებით მარცხი მიენიჭა. გთავაზობთ გამეორებას სხვა რა კურსით, სადაც კარგად ჩანს, რომ მსაჯები შეცდნენ, როცა ასანოიამას იორიკირით მოგება ჩაუთვალეს - ტოჩინოშინმა ილეთი ისე შეასრულა, რომ დოჰიოდან ფეხი არ გადაუბიჯებია. 

იაპონურ მედიაში გამოქვეყნდა ფოტო კადრი, სადაც ჩანს, რომ ტოჩინოშინის ქუსლი დოჰიოს მიღმა თიხნარს არ ეხება.

ტოჩინოშინის გამარჯვება ეჭვს არ იწვევს

 შეგახსენებთ, რომ თავიდან მსაჯმა ტოჩინოშინის გამარჯვება დააფიქსირა, თუმცა გადამოწმება მოითხოვეს და მონოი შეიკრიბა. მსაჯებმა დიდხანს იმსჯელეს და კურიოზული გადაწყვეტილება გამოიტანეს - გამარჯვება იაპონელ სუმოისტს მიანიჭეს.  

ტოჩინოშინმა ზედიზედ ორ ბაშოზე დააფიქსირა უარყოფითი ბალანსი, რის გამოც მას ოძეკის წოდება ჩამოერთვა, თუმცა სუმოს ასოციაციამ ლევან გორგაძეს მაშინვე დაუსახა ნაცუ ბაშოზე 10 გამარჯვება ტიტულის დასაბრუნებლად. დღემდე ტოჩინოშინს 9 მოგება აქვს. ასე რომ, ის ასანოიამას დამარცებით ოძეკის ტიტულს იბრუნდებდა.

სკანდალმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ტოკიოსა და თბილისში. სუმოს ქართველი ფანები იაპონიის საელჩოსთან აქციასაც აანონსებენ.   

კომენტარები

ბოლო ამბები