Thumbnail
  • თემურ ქეცბაიამ ვულვერჰემპტონის რიგებში სულ 3 გოლი გაიტანა
  • ქართველმა შემტევმა შეფილდის კარი ჩემპიონშიპის პირველივე ტურში აიღო

საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას, სამ ბრიტანულ კლუბში უთამაშია: ნიუკასლში, ვულვერჰემპტონსა და დანდი იუნაიტედში. ნიუკასლიდან წამოსვლის შემდეგ, ქეცბაიამ კარიერა ვულვზში გააგრძელა, სადაც 24 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. ქართველის გუნდი ჩემპიონშიპში თამაშობდა და ის სეზონი 55 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.

თემურს ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. პირველ ტურში მან შეფილდ უენსდის ლამაზი ჯარიმა გაუტანა. ვულვერჰემპტონის ფეხბურთელებმა ჯარიმა ჭკვიანურად გაითამაშეს, დარტყმა კი ქეცბაიამ შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა ის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქეცბაიამ მე-4 ტურში პორტსმუთს და მე-14 ტურში ბარნსლის გაუტანა, რის შემდეგაც თავი ვეღარ გამოიჩინა და მომდევნო სეზონში დანდი იუნაიტედში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები