Thumbnail
  • ჟოზე მოურინიო ტურინის იუვენტუსში მასიმილიანო ალეგრის ადგილს არ დაიკავებს 
  • ბებერ ქალბატონში 56 წლის სპეციალისტის მიწვევით რონალდო იყო დაინტერესებული
  • ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება, ვინ გაწვრთნის იუვენტუსს მომავალ სეზონში

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ახალი სეზონიდან ტურინის იუვენტუსს არ ჩაიბარებს. ამის შესახებ Sky Sports იუწყება, რომლის ცნობით, გუნდის ლიდერის, კრიშტიანო რონალდოს დიდი სურვილის მიუხედავად, ტურინში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პორტუგალიელის კანდიდატურას ამჟამად არც განიხილავენ, რისი მიზეზიც კლუბის მწირი ფინანსური შესაძლებლობებია.

მეტი ამ თემაზე: რონალდოს კონტე არ უნდა? კრიშტიანოს ორი ფავორიტი მწვრთნელი ჰყავს

გადაწყვეტილია, რომ იუვენტუსის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, რომელიც თანამდებობაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, გუნდს ზაფხულში დაემშვიდობება.

პორტუგალიელმა მილანის ინტერს ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა

56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი და მისი 34 წლის თანამემამულე თავდასხმელი კი ერთმანეთს მადრიდის რეალში ერთად გატარებული პერიოდიდან კარგად იცნობენ და წესით, გვერდიგვერდ მუშაობა მათთვის უინტერესო არ უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ესპანური პრესა იუწყება, ჟოზე იუვენტუსში მისვლაზე უარს მილანის ინტერისადმი პატივისცემის გამოც იტყვის, რომელსაც 2008-2010 წლებში წვრთნიდა.

ჟოზე მოურინიო ამჟამად დაუსაქმებელია და ფეხბურთში დაბრუნებას ივლისში იმედოვნებს. ამავდროულად, მის მომავალს კი სხვადასხვა კლუბებს აქტიურად უკავშირებენ. 

პორტუგალიელი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა, საიდანაც გასული წლის ბოლოს გაათავისუფლეს. ჟოზეს ასევე რეალში, ინტერში, პორტუსა და ჩელსიშიც უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები