Thumbnail

ნაცუ ბაშო | გაგამარუს მე-8 მოგება, ჯუღელმა დადებით ბალანსი გაინაღდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ მე-13 დღის ორთაბრძოლა მოიგო
  • ქართველის ბალანსი ნაცუ ბაშოზე: 8 მოგება და 5 მარცხი

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-8 ბრძოლა მოიგო. ის ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერ ტობიზარუს შეხვდა და ოშიდაშით გაიმარჯვა. გაგამარუ მეტოქეს აქტიურად ეჭიდავა, თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და იაპონელი სუმოისტი დოჰიოდან გადაიყვანა.

ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაცუ ბაშოზე 8 მოგება და 5 მარცხია, რითიც მან დადებითი ბალანსი გაინაღდა. თეიმურაზ ჯუღელს ნაცუ ბაშოზე 2 ბრძოლა დარჩა. ქართველი სუმოისტი უნდა ეცადოს, რომ ორივე ბრძოლა მოიგოს, რათა მომდევნო ბაშოზე კიდევ ერთი კარგი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების შანსი მიეცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები