Thumbnail

ეროვნული ლიგა | ბათუმის დინამომ ისევ მოიგო და მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ვიტ ჯორჯია 0:3 ლოკომოტივი
  • ჩიხურა 1:2 დინამო ბთ.

ეროვნული ლიგის მე-15 ტური ორი მატჩით გაიხსნა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურამ ბათუმის დინამოს უმასპინძლა, ხოლო მიხეილ მესხი 2-ზე კი ვიტ ჯორჯიამ ლოკომოტივი მიიღო.

ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმის დინამო განსაკუთრებით კარგად საკუთარ კედლებში თამაშობს, თუმცა ამჯერად გასვლაზეც მოიგო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. არადა, მე-18 წუთზე დემურ ჩიხლაძემ გახსნა ანგარიში და ჩიხურა დაწინაურდა. 33-ე წუთზე ჯოვინო ფლამირიონმა აღადგინა წონასწორობა, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი გამარჯვების გოლი გაიტანა, 1:2.

როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისურ დერბიში ლოკომოტივმა ვიტ ჯორჯია დაამარცხა, გუნდი, რომელიც ისედაც არ ბრწყინავდა და გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, კიდევ უფრო რთულ ვითარებაშია. ლოკომოტივმა პირველ ტაიმში ერთხელ გაიტანა, მეორეში კიდევ ორი შეაგდო და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიპოვა 3 ქულა.

სატურნირო ცხრილს 31 ქულით ბათუმის დინამო ლიდერობს, მეორე ადგილზე კი საბურთალოა 30 ქულით. თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 24 მაისს გორის დილას დაუპირისპირდება. თუმცა, დღის და ტურის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე შედგება, სადაც თბილისის დინამო ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს.

ვიტ ჯორჯია 0:3 ლოკომოტივი

გოლები: 0:1 კირკიტაძე (34), 0:2 სიხარულიძე (46), 0:3 ძებნიაური (76).

ჩიხურა 1:2 დინამო ბთ.

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (18), 1:1 ფლამარიონი (33), 1:2 ჯანელიძე (81).

კომენტარები

ბოლო ამბები