- 200-ზე მეტმა მთამსვლელმა ევერესტი ერთ დღეში დალაშქრა
- 2 ალპინისტი დაიღუპა
ოთხშაბათს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალ ევერესტის (ჯომოლუნგმა)ყველაზე უჩვეულო სიტუაციის მომსწრე გავხდით - "მსოფლიოს სახურავის" (ზღვის დონიდან 8 848 მეტრი) დალაშქვრა ერთბაშად 200-ზე მეტმა ალპინისტმა მოინდომა. შედეგად კი მივიღეთ მრავალსაათიანი საცობი ევერესტზე.
მთამსვლელებს ერთ ადგილზე დიდხანს მოუხდათ გაჩერება, რაც ბევრად ზრდიდა მოყინვისა და სიმაღლის ავადმყოფობის რისკებს. ეს ფოტო ერთ-ერთი ალპინისტის გადაღებულია, რომელიც Nirmal Purjas Project-ში მონაწილეობს.

ევერესტზე ერთი კვირაც აღარ რჩება "კარგი ამინდების", ამის შემდეგ კი მწვერვალზე ასვლა ძალზე გაძნელდება. ეს საცობიც ამის გამო მოხდა.
სხვათა შორის, 2012 წელს ერთ დღეს 260-მა ალპინისტმა სცადა მწვერვალზე ასვლა.
დღეს არც ტრაგედიის გარეშე ჩაუვლია, ორი ალპინისტი დაიღუპა (ამერიკელი და ინდოელი). მსოფლიოს 8 ათასიანებმა ამ სეზონში უკვე 13 ალპინისტის სიცოცხლე შეიწირეს.
კომენტარები