Thumbnail

NBA-ს დრაფტი | ბითაძე უკვე ნიუ იორკშია - მეგა ბიმაქსი მის გარეშე თამაშობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მეგა ბიმაქსი ზედიზედ მეორე მატჩია, რაც ბითაძის გარეშე თამაშობს
  • 20 ივნისს NBA-ს დრაფტია

20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს დრაფტია, რომლის პირველ წრეშიც ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის არჩევას ველით. 19 წლის გოგა, რომელიც კარგა ხანია, რაც დრაფტზე ოფიციალურად დადგა უკვე სადრაფტო ციებ-ცხელებაშია, ასე რომ, ის სერბეთის სუპერლიგის მატჩებს აცდებს.

მე-7 ტურში მან თამაში იმის გამო გამოტოვა, რომ ვიტორიაში იმყოფებოდა ევროლიგის ოთხთა ფინალზე, სადაც გოგას ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის პრიზი დუშან ივკოვიჩმა გადასცა. 

ახლახან სუპერლიგაში მე-8 ტურის მატჩი დაიწყო, რომელშიც მეგა ბიმაქსი გოგას გარეშეც იოლად ამარცხებს სლობოდას. თავად ბითაძე კი ახლა უკვე ევროპაშიც არაა, ამერიკაშია. დიდი ალბათობით, ის ეგრეთ წოდებულ "ვორქაუთებში" მიიღებს მონაწილეობას - NBA-ს კლუბები დრაფტამდე მართავენ საჩვენებელ ვარჯიშებს (ძირითადად მედიაში არ ახმაურებენ), სადაც თავიანთ სავარაუდო კანდიდატებს ამოწმებენ. 

გოგა ნიუ იორკშია, სადაც 24 მაისს ღია ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას. ამ ვარჯიშს NBA-ს 30-ვე კლუბის სკაუტი დაესწრება.

კომენტარები

ბოლო ამბები