Thumbnail
  • 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა არ შეიცვლება
  • შესაბამისად, 48 გუნდიან მუნდიალს გულშემატკივარი 2026 წელს იხილავს

2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და არა 48, როგორც ეს ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სურდა. 1998 წლიდან მოყოლებული, მუნდიალზე სწორედ 32 ნაკრები ასპარეზობს და ასე იყო დაგეგმილი ყატარის შემთხვევაშიც. თუმცა, ინფანტინომ განიზარახა რომ რაოდენობა 48-მდე გაეზარდა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა.

ფიფამ და ყატარის მუნდიალის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთად შეისწავლეს ყველა საკითხი და დეტალი, რის საფუძველზეც უნდა მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. 

სამუშაო პროცესში ბევრი ისეთი საკითხი და პრობლემა წარმოიშვა, რომლის გადაჭრა ან მიზანშეუწონელია, ან საერთოდ არარეალურია. შესაბამისად, მხარეებმა უარი თქვეს ამ განზარხვაზე და საბოლოოდ გადაწყდა რომ 2022 წლის მუნდიალზე 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, 48 გუნდიან მუნდიალს გულშემატკივარი 2026 წელს იხილავს, როდესაც ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები