Thumbnail
  • დანიის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევში ირლანდიასა და საქართველოს უმასპინძლებს
  • ოგე ჰარეიდემ ივნისში ჩასატარებელი მატჩებისთვის ნაკრების 22-კაციანი სია გამოაცხადა
  • დანიის ეროვნულ გუნდში პაუზის შემდეგ დანიელ ვასი და რიზა დურმისი დაბრუნდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში, ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში მომდევნო ორ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, 10 ივნისს კი სტუმრად დანიას დაუპირისპირდება. 

საქართველოს ეროვნული გუნდის სლოვაკი თავკაცი ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სიის გამოქვეყნებას ჯერ არ ჩქარობს, დანიელებმა კი თადარიგი უკვე დაიჭირეს. სკანდინავიელების თავკაცმა ოგე ჰარეიდემ ირლანდიასა (7 ივნისს) და საქართველოსთან, კოპენჰაგენში გასამართი თამაშებისთვის 22-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა, რომელსაც მაისის ბოლოს კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუმატებს. 

დანიის ნაკრებმა პირველ ტურში შვეიცარიას 0:3 14 წუთში ამოუქაჩა

ჰარეიდეს შემადგენლობაში მოხვდნენ დანიელ ვასი და რიზა დურმისი, რომლებიც დანიის ნაკრებში პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ. ვასმა ბოლოს ეროვნულ გუნდში 2016 წლის ნოემბერში ითამაშა, დურმისიმ კი -  შარშან მარტში, პანამასთან ამხანაგურ შეხვედრაში. 

დანიის ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა

მეკარეები: კასპერ შმეიხელი (ლესტერი), ფრედერიკ რენოვი (აინტრახტი), იასპერ ჰანსენი (მიდტიულანდი).

მცველები: ანდრეას კრისტენსენი (ჩელსი), მატიას იორგენსენი (ჰადერსფილდი), ჰენრიკ დალსგორი (ბრენტფორდი), ანდრეას ბიელანი (კოპენჰაგენი), იენს ლარსენი (უდინეზე), რიზა დურმისი (ლაციო), პეტერ ანკერსენი (კოპენჰაგენი), სიმონ კიაერი (სევილია).

ნახევარმცველები: კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი), ლასე შონე (აიაქსი), ლუკას ლერაგერი (ჯენოა), დანიელ ვასი (ვალენსია), პიერ-ემილ ჰიობერგი (საუთჰემპტონი), ტომას დელეინი (დორტმუნდი). 

თავდამსხმელები: კასპერ დოლბერგი (აიაქსი), მარტინ ბრაიტვაიტი (ლეგანესი), ნიკოლაი იორგენსენი (ფეიენოორდი), იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი), რობერტო სკოვი (კოპენჰაგენი).

შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრებს D ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ჰარედეის გუნდმა შვეციარასთან სტუმრად დრამატულ მატჩში (84-ე წუთამდე 0:3 აგებდნენ) ფრედ 3:3 ითამაშა

კომენტარები

ბოლო ამბები