Thumbnail

'პუტინთან რესტორნებზე, ძიუდოზე და ბრექსიტზე ვისაუბრე' - გვიყვება ლოთარ მათეუსი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მათეუსმა პუტინტან შეხვედრა გაიხსენა
  • ლეგენდარული კაპიტანი კვირას ოლდ ტრაფორდზე ითამაშებს...

1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა - ლოთარ მათეუსმა 2018 წლის მუნდიალის პერიოდში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანია რუსეთში ჯგუფში ჩარჩა, მათეუსი კარგი მოგონებებით დაბრუნდა "პუტინთან ფეხბურთზე, რესტორნებზე, ძიუდოზე და ბრექსიტზე ვისაუბრე" - ამბობს მათეუსი.

"ასევე ამერიკულ პოლიტიკაზე და რუსულ პოლიტიკაზე, გერმანული ძალიან კარგად იცის. ჩემი ცოლიც რუსია, ვაფასება ამ ქვყეანას და ხლახის მენტალიტეტს."

მათეუსი დღეს მიმომხილველად მუშაობს, ასევე მიუნხენის ბაიერნის საპატიო ელჩია. ლეგენდარული კაპიტანი კვირას ოლდ ტრაფორდზე, ძველ თანაგუნდელებთან ერთად საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

მატჩი 1999 წლის ფინალის ერთგვარი რიმეიქი იქნება, სადაც ფინალის მონაწილეები - შტეფან ეფემბერგი, მარიო ბასლერი, სამუელ კუფური, დევიდ ბექემი, ოლე გუნარ სულშერი და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

ბოლო ამბები