Thumbnail

ჰარი კეინმა ვარჯიში განაახლა - ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოტენჰემი სეზონის უმთავრესი მატჩისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება
  • გუნდთან ერთად ვარჯიში ჰარი კეინმა, იან ვერტონგენმა და დავინსონ სანჩესმა განაახლეს
  • მაურისიო პოჩეტინოს ბანაკში, ლუვერპულთან მატჩის წინ, პოზიტიური სიახლეებია

ტოტენჰემი სეზონის უმთავრესი მატჩისთვის - ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, მაურისიო პოჩეტინოს ბანაკში კი კარგი სიახლეებია. გუნდის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა, რომელმაც ტრავმის გამო ინგლისის პრემიერლიგის დასკვნითი ნაწილი გამოტოვა, საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა. 

ტოტენჰემს წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის ლივერპულთან და 25 წლის თავდამსხმელი დახმარება ძალიან სჭირდება. ოთხშაბათსჰარიმ დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა.  მასთან ერთად, ძირითად გუნდში წვრთნა განაახლა ტოტენჰემის კიდევ ორმა ტრავმირებულმა ფეხბურთელმა, მცველებმა: იან ვერტონგენმა და დავინსონ სანჩესმა.

ტოტენჰემს ვარჯიშზე დევიდ ბექჰემი ესტუმრა

კეინმა მარცხენა კოჭის მყესები 9 აპრილს, მანჩესტერ სიტისთან, ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის პირველი მატჩის დროს დაიზიანა. ვარაუდობდნენ, რომ თავდამსხმელის გამოჯანმრთელებას სულ ცოტა სამი თვე დასჭირდებოდა. ჰარიმ პრემიერლიგის ბოლო ტურების შეხვედრებიც გამოტოვა და გუნდს ვერც ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის საპასუხო და ½-ფინალური მატჩებში დაეხმარა. 

ჰარიმ ტრავმა სიტისთან მატჩში მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის გადამწყვეტი მატჩი 1-ელ ივნისს, მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე ჩატარდება. ერთმანეთს ინგლისური კლუბები - ტოტენჰემი და ლივერპული დაუპირისპირდებიან. 

ჰარი კეინის გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანი ამბავია ინგლისის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვისაც. საუთგეიტის გუნდი ივნისში უეფას ერთა ლიგის ფინალურ ტურნირში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები