Thumbnail

43 წლის ასაკში - გაბორ კირალი ფეხბურთიდან მიდის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეგენდარული უნგრელი მეკარე კარიერას ამთავრებს
  • გაბორ კირალიმ ფეხბურთი 43 წლამდე ითამაშა

ცნობილმა უნგრელმა მეკარემ, გაბორ კირალიმ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს სეზონი მისთვის ბოლო იყო. 43 წლის კიპერმა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნაცრისფერი შარვლით გაიცნო, კარიერა დაასრულა.

“მადლობა ფეხბურთს! სწორედ სპორტის ამ სახეობამ მომცა ყველაფერი და უკეთესი ადამიანი გამხადა. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, ყოველდღე მაქსიმუმს ვაკეთებდი და ბოლომდე ვიბრძოდი. ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევა მსურდა. 26 წლის მანძილზე 882 მატჩი ჩავატარე. ახლა კი მინდა ვნახო, როგორია ცხოვრება კულისებს მიღმა,” - აცხადებს კირალი, რომელმაც კარიერის ბოლო წლები მშობლიურ კლუბში, ჰალადასში გაატარა.

2016 წელს გაბორ კირალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა - უნგრელი კონტინენტის პირველობის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში მან 108 მატჩის ჩატარება მოასწრო. საკლუბო დონეზე კარიერის საუკეთესო წლები მას ბერლინის ჰერტაში აქვს გატარებული, სადაც 1997-დან 2004 წლამდე თამაშობდა. ბერლინური კლუბის გარდა, კირალი კრისტალ პალასის, ბარნლის, მიუნხენ 1860-ისა და ფულჰემის ღირსებასაც იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები