Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ფინალში თელასი TMC თბილისს დაუპირისპირდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფინალური შეხვედრების სერია სტარტს 6 ივნისიდან აიღებს
  • ტიტულისთვის ბრძოლა სამ მოგებამდე გაგრძელდება

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თსუ-სა და TMC თბილისს შორის მეოთხე ნახევარფინალური შეხვედრა გიმართა. დაძაბული და დრამატული მატჩი TMC-ის გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. მედიკოსებმა პირველ ტაიმში სამ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. გატანილი გოლები ვახტანგ კეკელიას, გიორგი თოლორდავასა და გიორგი ტიკურიშვილის ანგარიშზეა. 

თსუ-მ მთელი მეორე ნახევარი შეტევაში გაატარა, რასაც გიორგი ჭოხონელიძის, შაკო კაპანაძისა და შოთა ჭანუყვაძის გოლები მოჰყვა, ამ უკანასკნელმა მატჩის დასრულებამდე ოცი წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დამატებით დროში გადასვლამდე ოთხი წამი იყო დარჩენილი, როცა მალხაზ მურცხვალაძემ უძლიერესი დარტყმით გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს ფინალის საგზური მოუპოვა.

თსუ-ს 10 მაისს გამართულ მესამე ნახევარფინალურ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, საქართველლოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 0:5 წაგება ჩაეთვალა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:1 გახდა. შესაბამისად, დღევანდელი შედეგით TMC-მ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ფუტსალის ლიგის ჩემპიონის სტატუსის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. 

ფუტსალის ლიგის ფინალური შეხვედრების სერია თელასსა და TMC თბილისს შორის სტარტს 6 ივნისიდან აიღებს. ტიტულისთვის ბრძოლა სამ მოგებამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები