Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივმა რუსეთის თასის ფინალში ეკატერინბურგის ურალი დაამარცხა
  • საბას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, ხვიჩა მოედანზე მატჩის მიწურულს გავიდა
  • კვერკველიამ რუსეთის თასი კარიერაში მესამედ მოიგო, კვარაცხელიამ - პირველად 

მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი ფეხბურთელები - მცველი საბა კვერკველია და შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის თასის გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ. სამარაში გამართულ ფინალურ მატჩში "რკინიგზელებმა" ეკატერინბურგის ურალი მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხეს და ჯილდო ისტორიაში მერვედ მოიგეს, ბოლო სამ წელიწადში კი - მეორედ.

ხვიჩამ რუსეთის თასი პირველად აღმართა

"სამარა არენაზე" არ უთამაშია საბა კვერკველიას, რისი მიზეზიც დისკვალიფიკაცია იყო. საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველმა ყვითელი ბარათები როსტოვთან ნახევარფინალურ შეხვედრებში მიიღო და იძულებული გახდა, თამაშისთვის ტრიბუნიდან ეყურებინა. 

საბა კვერკველიამ მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად, რომლის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, რუსეთის თასი უკვე მეორედ მოიგო, კარიერაში კი - მესამედ (2011/12 წლების სეზონში რუბინთან ერთად). პლუს, ქართველი ფეხბურთელი შარშან ამ კლუბთან ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა, წელს კი ვიცე-ჩემპიონობასთან ახლოსაა. 

ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ლოკომოტივში იჯარით თამაშობს, სათადარიგო იყო, მოედანზე კი მატჩის მიწურულს გავიდა. 18 წლის ფეხბურთელისთვის ეს პირველი ჯილდოა პროფესიონალურ კარიერაში.

თამაშის დასრულების შემდეგ ლოკომოტივის ზეიმი მოედნიდან გასახდელში, შამპანურის თანხლებით გაგრძელდა.

📺 მოსკოვის ლოკომოტივის ზეიმი 

კომენტარები

ბოლო ამბები