Thumbnail

ნაცუ ბაშო | გაგამარუმ ისევ წააგო - თეიმურაზ ჯუღელს ერთი მოგება სჭირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ მე-12 დღის ორთაბრძოლა წააგო
  • ქართველის ბალანსი ნაცუ ბაშოზე: 7 მოგება და 5 მარცხი

ნაცუ ბაშოს მე-11 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-5 ბრძოლა წააგო. ის ჯურიოს დივიზიონის პირველ ნომერ ტოიონოშიმას შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ბრძოლა საინტერესო გამოდგა. სუმოისტებმა უპირატესობა გაცვალეს, დოჰიოს ხაზთან ჯერ გაგამარუ მიიყვანეს, ხოლო რამდენიმე წამში ქართველს ჰქონდა შანსი მეტოქის დოჰიოდან გაყვანის, თუმცა მაინც დამარცხდა.

ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაცუ ბაშოზე 7 მოგება და 5 მარცხია. მას დარჩენილი სამი ბრძოლიდან მხოლოდ ერთი დაპირისპირების მოგება სჭირდება, რათა ჯურიოს დივიზიონში დადებითი ბალანსი გაინაღდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები