Thumbnail

ვირჯილ ვან დაიკი FIFA 20-ის გარეკანზე - ჰოლანდიელმა გამოკითხვა მოიგო

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • GiveMeSports-ის გამოკითხვაში ვირჯილ ვან დაიკმა გაიმარჯვა
  • EA-მ, შესაძლოა, გულშემატკივართა აზრი საერთოდ არ გაითვალისწინოს

EA-ს საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულები ყოველ წელს კამათობენ იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს თამაშის გარეკანზე. ვეინ რუნი, თეო ვოლკოტი, რონალდინიო, რონალდო - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ვარსკვლავებისა, რომელიც წარსულში ყდაზე მოხვედრილან.

ცნობილმა გამოცემა GiveMeSport-მა ტვიტერის გვერდზე გამოკითხვა გამოაქვეყნა. მონაწილეთა ჩამონათვალი ასეთია - რაჰიმ სტერლინგი, პოლ პოგბა, ანტუან გრიზმანი, ედენ აზარი, ჰეუნგ-მინ სონი, კილიან მბაპე, ვირჯილ ვან დაიკი და მოჰამედ სალაჰი. საგულისხმოა, რომ სიაში ვერ მოხვდნენ ის ვარსკვლავები, რომლებიც წარულში გარეკანზე უკვე ყოფილან.

ფეხბურთელები ორ წარმოსახვით ჯგუფში განაწილდნენ. პირველი ოთხეული პირველ ჯგუფში მოხვდა, ხოლო მეორე კი მეორეში.

პირველი ჯგუფის გამარჯვებული რაჰიმ სტერლინგი გახდა, რომელმაც ედენ აზარს სულ ცოტათი, მხოლოდ ერთი პროცენტით გაასწრო. შეიძლება ითქვას, რომ მისი აღიარება სრულიად დამსახურებულია - სტერლინგს შესანიშნავი წელი ჰქონდა და პრემიერლიგაში 2018/19 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.

დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა მეორე ჯგუფშიც, სადაც ლივერპულის მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა ოდნავ გადაასწრო ფრანგ თავდამსხმელ კილიან მბაპეს.

ტვიტერზე გამართულ გამოკითხვაში ვან დაიკმა და სტერლინგმა მოიგეს

ვან დაიკი მოთამაშეთა ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე აღიარეს. ლივერპულს კი ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა, არადა სეზონი კლუბმა მისთვის რეკორდული - 97 ქულით დაასრულა. გარდა ამისა, ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც ტოტენჰემს დაუპირისპირდება.

გამარჯვებულმა წყვილმა ფეისბუქზე გადაინაცვლა და ხმის მიცემის პროცედურაში 83,000-ზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა. ვირჯილმა ხმების 68% მიიღო და GiveMeSports-ის მკითხველთა აზრით, სწორედ ის იმსახურებს FIFA 20-ის გარეკანზე მოხვედრას.

ვან დაიკმა გამოკითხვაში კომფორტული უპირატესობით გაიმარჯვა

იმ შემთხვევაში, თუკი გულშემატკივართა სურვილი ახდება და ჰოლანდიელი მცველი ყველაზე პოპულარული სიმულატორის სახედ იქცევა, ის იქნება ლივერპულის მხოლოდ მეორე მოთამაშე, რომელიც აღნიშნულ პატივს დაიმსახურებს. მანამდე მსგავსი აღიარება ჯორდან ჰენდერსონს ერგო - FIFA 16-ის გარეკანზე ის მესის გვერდზე პოზირებდა.

ვებგვერდმა FIFA 20-ის გარეკანის სავარაუდო ვერსიაც შემოგვთავაზა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ Electronic Arts გულშემატკივრების აზრს გაითვალისწინებს.

FIFA 20-ის გარეკანი GMS-ის ვერსიით

 

კომენტარები

ბოლო ამბები