Thumbnail

ნაცუ ბაშო | ზედიზედ მეორე მარცხი - ტოჩინოშინს ოძეკობამდე ისევ ერთი მოგება რჩება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაცუ ბაშოზე მე-12 დღის ბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინი იორიკირის ილეთით დამარცხდა

ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" ზაფხულის (ნაცუ) ბაშოს მე-12 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-7 მაეგაშირა მეისეის შეხვდა და, მოულოდნელად, ძალიან იოლად დათმო ორთაბრძოლა. ტოჩინოშინს 9-3 ბალანსი აქვს და ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე ისევ ერთი მოგება აშორებს. შეგახსენებთ, რომ ქართველ სუმოისტს ტიტულის დასაბრუნებლად 10 მოგება დაუსახეს. 

 

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ასანოიამა იქნება. ქართველი სუმოისტი მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მოუგო. 

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) პირველ ნომერ ტოიონოშიმას შეხვდა და იორიკირით დამარცხდა. ქართველს 7-5 ბალანსი აქვს. გაგამარუს მომდევნო მეტოქე მე-12 ნომერი ტობიზარუა. 

ნაცუ ბაშოზე ორხელისუფლებიანობაა - დიდ ჩემპიონ კაკურიუსა და მე-8 მაეგაშირა ასანოიამას 10-10 მოგება აქვთ, მათ ერთით ჩამორჩება ქართველი სეკივაკე.

ნაცუ ბაშო. ლიდერები

10-2: კაკურიუ (იოკოძუნა), ასანოიამა (მაეგაშირა 8)

9-3: ტოჩინოშინი (სეკივაკე)

8-4: გოეიდო (ოძეკი), ტამავაში (მაეგაშირა 3), აბი (მაეგაშირა 4), მეისეი (მაეგაშირა 7), შოდაი (მაეგაშირა 7), კოტოეკო (მაეგაშირა 15) 

კომენტარები

ბოლო ამბები