Thumbnail
  • ბასკონია 87:81 ჟუვენტუდი
  • თორნიკე შენგელიამ დამცავი ნიღბით ითამაშა

ესპანეთის ACB ლიგაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი დაუპირისპირდა ერთმანეთს - თორნიკე შენგელიას ბასკონიამ თად მაკფადენის ჟუვენტუდი დაამარცხა - 87:81.

შენგელიას ეფექტური ჩატენვა 

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო - კატალონიელებმა პირველი პერიოდი 17:11 მოიგეს. ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც ბასკონიამ  მოიგო - 25:19.

შენგელიას ბლოკი 

თორნიკე შენგელიამ 23 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თად მაკფადენმა 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 12 ქულით, 1 მოხსნით და 2 პასით (18 წუთში) დაასულა.

თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში 150-ე მატჩი ითამაშა. 

ბასკონიას 27-7 ბალანსი აქვს და მე-2 ადგილზეა. ხოლო ჟუვენტუდს 17-17 მოგება-წაგება აქვს და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები