Thumbnail

ლამაზინი დამარცხებულია, შემდეგი ცონგაა - ბასილაშვილი მეოთხედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:5, 7:5 ტრისტან ლამაზინი
  • მომდევნო მეტოქე ჟო-ვილფრედ ცონგაა

ლიონში ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირი (საპრიზო ფონდი: €501 345) მიმდინარეობს, რომელშიც პირველ ნომრად ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილია (18) განთესილი. ბასილაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. ის ფრანგ ტრისტან ლამაზინს (268) დაუპირისპირდა და ორ სეტში დაამარცხა - 7:5, 7:5. 26 წლის ლამაზინი ტურნირზე საკვალიფიკაციო ბადიდან "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით მოხვდა. 

თამაში საათსა და 37 წუთი გაგრძელდა. ნიკამ 3 ეისი მიითვალა, ორმაგი შეცდომა კი 5-ჯერ დაუშვა. მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ჟო-ვილფრედ ცონგა (საფრანგეთი. 85) იქნება. ცონგა 7 წლის წინათ მსოფლიოს მე-5 ჩოგანი იყო. ATP-ის ეგიდით ნიკა ცონგას ერთადერთხელ შეხვდა, სწორედ ლიონის ტურნირში. 2017 წელს ნახევარფინალში ცონგამ ქართველს სამ სეტში მოუგო - 6:2, 3:6, 6:1. 

ბასილაშვილისა და ცონგას დაპირისპირება 23 მაისს დააახლოებით 17 საათისთვის არის ჩანიშნული.
ლიონის ტურნირი როლან გაროსის ბოლო რეპეტიციაა. ნიკა კვლავ მსოფლიოს მე-18 ჩოგანია, მას 1 925 სარეიტინგო ქულა აქვს. გამორიცხულია, რომ ვინმემ ამ კვირაში მას გაუსწროს, თუმცა წინსვლა შესაძლებელია - თუ ნახევარფინალში გავა, მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდება (რაონიჩსა და მონფილსს გაასწრებს).  

კომენტარები

ბოლო ამბები