Thumbnail

დიეგო მარადონა ბუენოს აირესის აეროპორტში დააკავეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დიეგო მარადონას ყოფილი გელფრენდი 5 მილიონ ფუნტს ედავება
  • პოლიციამ ლეგენდა მოგვიანებით შინ გაუშვა

მედიის ინფორმაციით, მექსიკიდან შინ მიმავალი ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა არგენტინის პოლიციამ ბუენოს აირესის აეროპორტში დააკავა. ამის მიზეზი კი 58 წლის დიეგოს ყოფილი გელფრენდის, რიკო ოლივას საჩივარია - ის ამტკიცებს, რომ მარადონას მისი 5 მილიონი ფუნტი ჰმართებს. 

პოლიციამ დიეგო სასამართლოში დაიბარა და მოგვიანებით გაათავისუფლა. რიკო ოლივამ დიეგო 2012 წელს გაიცნო და მას მერე 6 წელიწადი ერთად იყვნენ, შარშან დეკემბერში კი ერთმანეთს დაშორდნენ. ყოფილი მეგობარი გოგონა, რომელიც ასევე ყოფილი ფეხბურთელია, მიიჩნევს, რომ ეს ხუთი მილიონი მისი "კომპენსაციაა".  

სასამართლო სხდომა 13 ივნისს არის ჩანიშნული. დიეგოს ნაცვლად იქ მისი წარმომადგენელი მატიას მორლა მივა. სხვათა შორის, მორლა მარადონასთან ერთად იმყოფებოდა აეროპორტში. 

დიეგო მარადონამ მორლასთან ერთად გადაღებული სელფი სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა წარწერით: "უკვე ბუენოს აირესში, მეგობართან ერთად - შინ ვბრუნდები".

კომენტარები

ბოლო ამბები