Thumbnail

სექსისტური სკანდალი ესპანეთში - სპორტსმენი გოგონები ვიბრატორებით დააჯილდოვეს

  • ასტურიის ჩემპიონატი სქვოშში სექსისტური სკანდალით დასრულდა
  • გამარჯვებულ გოგონებს პრიზად Durex-ის ვიბრატორები გადასცეს

ასტურიის (ესპანეთი) ჩემპიონატი სქვოშში სკანდალით დასრულდა. ამის მიზეზი Asturias Squash Championship-ის ორგანიზატორების მიერ გამარჯვებულებისთვის დაწესებული პრიზები გახდა. 

უკმაყოფილება ქალთა შეჯიბრში დაწესებულმა ჯილდოებმა გამოიწვია. სპეციფიკური თასის გარდა, გამარჯვებულ გოგონებს ელექტროდეპილატორის კრებული, კანის მოვლის საშუალებები და სექს-სათამაშოებიც (Durex-ის ვიბრატორები) გადასცეს. 

"გაოგნებული და განრისხებული ვიყავი", - განაცხადა მოგვიანებით სპორტსმენმა ელიზაბეტ სადომ, რომლის თქმით, ორგანიზატორთა საქციელი ქალთა სქესის დაკნინება და შეურაცხყოფაა. 

ელისაბეტ სადო (მარჯვნივ) ტურნირის ორგანიზატორების საქციელმა აღაშფოთა

ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ, ტურნირის ოთხმა მონაწილემ, სექსისტური ხასიათის ჯილდოებთან დაკავშირებით, ასტურიის სქვოშის ფედერაციაში საჩივარი შეიტანა. შედეგად, ფედერაციისა და ოვიედოს სქვოშ-კლუბის სამ ჩინოვნიკს თანამდებობის დატოვება მოუხდა. აღშფოთებული ქალბატონები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებში სექსისტების დასჯას.

პრიზები Asturias Squash Championship-ის გამარჯვებული გოგონებისთვის 

 

კომენტარები

ბოლო ამბები