Thumbnail

კოპა ამერიკა სილქ სპორტზე - საჩუქარი ქართველ მაყურებელს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კოპა ამერიკას 'სილქ სპორტის' ეთერში იხილავთ
  • მაყურებელი ტურნირზე გასამართ ყველა შეხვედრას პირდაპირ ეთერში ნახავს

სამხრეთამერიკული ნაკრებები 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ბრაზილიაში შეიკრიბებიან და კოპა ამერიკის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ქართველი მაყურებელი ამ მატჩებს 'სილქ სპორტის' ეთერში იხილავს. კომპანიის გუნდმა კონტრაქტის გაფორმება დაახლოებით სამი კვირით ადრე მოახერხა და ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთი კარგი საჩუქარი გაუკეთა. გარდა სამხრეთამერიკული ნაკრებებისა, ტურნირზე ყატარისა და იაპონიის საფეხბურთო ნაკრებები მიიწვიეს.

'სილქ სპორტი' ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის ყველა შეხვედრას პირდაპირ ეთერში გადასცემს. კომპანიამ გაითვალისწინა მაყურებლის თხოვნა და ტურნირის ჩვენების უფლება უმოკლეს ვადაში მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები