Thumbnail
  • ეკატერინე გორგოძე 6:4, 2:6, 6:2 ია-ინ ლუ
  • მეორე წრეში ქართველს უკრაინელი მეტოქე ელის

დიდი სლემის წლის მეორე ტურნირი, საფრანგეთის ღია პირველობა სტარტს ორშაბათიდან აიღებს, თუმცა როლან გაროსის კორტებზე საკვალიფიკაციო ბადეების მატჩები უკვე დაიწყო. 

ქალთა შორის ეკატერინე გორგოძე (153) ჩინელ ია-ინ ლუს (186) შეხვდა და სამ სეტში აჯობა - 6:4, 2:6, 6:2. მატჩი 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში უკრაინელ კატარინა ზავაცკას (205) ეთამაშება. ძირითად ბადეში გასასვლელად გორგოძემ ზავაცკას შემდეგ კიდევ ერთი მეტოქე უნდა დაამარცხოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები