Thumbnail

ქომაგი ამას ჰქვია - მანჩესტერ იუნაიტედმა უკვე ყველა აბონემენტი გაყიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • წარუმატებელი სეზონის მიუხედაად, გულშემატკივრები კლუბს არ ტოვებენ
  • მანკუნიანელებმა 52 000 აბონემენტი რეკორდულად მოკლე დროში გაყიდეს

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედს 2018/19 წლების სეზონი წარუმატებელი გამოუვიდა, კლუბის გულშემატკივრებისგან მხარდაჭერა არც მომავალ სეზონში მოაკლდება. 

Daily Mail-ის ინფორმაციით, მანკუნიანელებმა მომავალი, 2019/20 წლების სეზონისთვის უკვე გაყიდეს 52 ათასი აბონემენტი, რაც კლუბისთვის რეკორდულად მოკლე ვადაა.

გასულ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა, რომელსაც ჯერ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, შემდეგ კი - ოლე გუნარ სულშერი, ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში საბოლოოდ მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ხუთი ქულით ჩამორჩა, ჩემპიონ მანჩესტერ სიტის კი - 32-ით.

ჟოზე მანჩესტერიდან შუა სეზონში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს

მანკუნიანელები ჩემპიონთა ლიგაში 1/4-ფინალამდე მივიდნენ, სადაც ბარსელონასთან დამარცხდნენ. გუნდი ინგლისის თასზეც 1/4-ფინალამდე გავიდა, სადაც ვულვზის ბარიერი ვერ დაძლია. "წითელი ეშმაკები" ლიგის თასს მესამე წრეში, დერბი ქაუნთისთან, პენალტების სერიაში დამარცხებით გამოეთიშნენ. 

მანჩესტერ იუნაიტედი თავისი საშინაო არენის, "ოლდ ტრაფორდის" განახლებას იწყებს, რაც 3 მილიონი ფუნტი (3,4 მლნ ევრო) დაუჯდება. მანჩესტერული კლუბი სტადიონზე 75 ათასი სავარძლის ხუთი წლის განმავლობაში შეცვლას აპირებს. 

ნორვეგიელს მომავალ სეზონში მხარდაჭერა გარანტირებული აქვს

კომენტარები

ბოლო ამბები