Thumbnail

U20 | მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგელობა ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში 28 მოთამაშე გამოიძახეს
  • ნაკრები პირველ მატჩს 4 ივნისს ახალ ზელანდიასთან გამართავს

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა არგენტინაში გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ილია მაისურაძემ 15 მორკინალსა და უკანა ხაზის 13 მოთამაშეს უხმო. ტურნირი 4 ივნისს იწყება და საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიის ნაკრებს სანტა ფეში ითამაშებს, რის შემდეგაც 8 ივნისს სამხრეთ აფრიკასა და 12 ივნისს შოტლანდიას შეხვდება.

ყველაზე მეტი, 5 მოთამაშით ლელო სარასენსია წარმოდგენილი, 20-წლამდელებში 4 მორაგბე ჰყავს არმაზს, 3-3 ჯიქს და აიას, 2-2 არმიას და ხარებს, ხოლო თითო-თითო ხვამლს, ყოჩებს და აკადემიას. არგენტინაში წამსვლელ მორაგბეთაგან ორს, თედო აბჟანდაძეს და ვანო კარკაძეს, ზურგს "ბორჯღალოსანთა" რიგებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს. მნიშვნელოვანია, რომ აბჟანდაძისთვის ეს 20-წლამდელთა მესამე ჩემპიონატია.

ილია მაისურაძე: სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა, გიორგი ახალაძე კი დისკვალიფიცირებულია. შემადგენლობაში არ გვყავს მაღალი, მხტომელი ბიჭები და დერეფანში ლიმიტირებულები ვიქნებით. სამაგიეროდ ძლიერები უნდა ვიყოთ კონტაქტის ზონაში, ღია თამაშში და არავისთვის ვიქნებით საჩუქარი. გულშემატკივარს ვპირდები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრძოლა ყველა თამაშში ბოლო წუთამდე გაგრძელდება.

ნაკრების შემადგენლობა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე

შერკინება: ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), ვანო კარკაძე (ორიაკი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი,2), გია ხარაიშვილი (რასინგ92, 1-3),ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ლუკა გელაშვილი (არმია, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), ტატო გვიმრაძე (ხვამლი, 4-5), პაატა ბურჭულაძე (ხარები, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო,6-7), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7-8), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6-7-8). 

უკანა ხაზი: მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), თედო აბჟანდაძე (აია, (კაპ) 10), სანდრო მარგიანი (აკადემია,10), ლაშა ლომიძე (აია,12), ირაკლი სიმსივე (აია,12-13), გივი ცინცაძე (არმაზი,10-12), დემურ თაფლაძე (ლელო,13-14), ოთარ ლაშხი (ლელო,11-14), ზურა  ქავთარაძე (ხარები,11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი,11-14), დაჩი პაპუნაშვილი (არმია,10-15), თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი,11-15). 

U20 | უმცროსი ბორჯღალოსნების რაზმი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია. ილია მაისურაძემ 15 მორკინალსა და 13 ხაზის მოთამაშეს...

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები